ტურიზმი

ტურიზმი

მარანი სევსამორა გთავაზობთ ღვინის ტურებსა და მასთან დაკავშირებულ აქტივობებს.

ღვინის ტური მოიცავს ბიო ვენახების დათვალიერებას, სადაც სტუმარს საშუალება აქვს გაეცნოს იშვიათ ენდემური ვაზის ჯიშებს , ასევე მოიცავს ვიზიტს ღვინის მუზეუმში, სადაც სტუმარი ერთ დღეში იმოგზაურებს ქართული ღვინის სამყაროში დასაბამიდან დღემდე, გაეცნობა მის კულტურასა და ტრადიციებს.
ღვინის მუზეუმის ნაწილია ენოთეკა - ღვინის საცავი, სადაც დაძველებას გადის მარნის ღვინოები.
მარანი მოიცავს სადეგუსტაციო სივრცეს, სადაც სტუმრებს საშუალება ეძლევათ პროფესიონალურ გარემოში დააგემოვნონ ქართული, იშვიათი ჯიშებისაგან დაყენებული ღვინოები.
ღვინის სალონი, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა სახის შეხვედრებისთვის და რაც მთავარია განტვირთვისთვის.
მარნის ტერიტორიაზეა განთავსებული რეკრიაციული ზონა და სადემონსტრაციო ვენახები, ტერასების სახით, სადაც გაშენებულია 50-მდე ვაზის საკოლექციო ვაზის ჯიში.

ჩვენი მარანი გთავაზობთ დამატებით აქტივობებს:
    ჩურჩხელის ამოვლება
    თონეში პურის გამოცხობა
    ჭაჭის გამოხდა
    მწვადის შეწვა
    ლანჩის მენიუ


ტურის დასაჯავშვნათ გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
☎ +995 577 77 73 26
✉ maranisevsamora@gmail.com