BIO ღვინო

მარან სევსამორას ბიოვენახები გამოირჩევა თავისი ინდივიდუალიზმით, რის გამოც მზადდება როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინოები. თითოეული მათგანი განსხვავებული და დაუვიწყარია. უნდა აღინიშნოს, რომ ბიო ღვინო წარმოებულია, საგურამოს ტერიტორიაზე არსებულ ბიოვენახებში მოწეული ყურძნისაგან, რაც კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის როგორც ყურძენს ასევე ღვინოს, კლიმატიდან თუ ნიადაგიდან გამომდინარე, რომელიც სამი მდინარის: თეძამის, არაგვის, მტკვრისა და ზედაზნის მთის ადგილმდებარეობითაა გამოწვეული.

კლასიკური მეღვინეობა

მარანი სევსამორას კლასიკური მეღვინეობა გამოირჩევა თანამედროვე მიდგომების საფუძველზე მიღებული უნიკალური ღვინოებით. განსაკუთრებული, განსხვავებული არომატებით და დაუვიწყარი გემოთი.

ქვევრი

ქვევრის ღვინის დაყენების ძველი ტრადიციული და უნიკალური მეთოდი, მარან სევსამორაში შერწყმულია თანამედროვე მიდგომებთან, რამაც გამოიწვია სულ სხვა მახასიათებლების მქონე ქვევრის ღვინის დაყენება. გამორჩეული გემოთი და არომატით, რომელიც დიდხანს დაამახსოვრებს თავს თითოეულ მომხმარებელს.

ჭაჭა

- ქართული ყურძნის „ ჭაჭა“ მარანში განხვავებული ტექნოლოგიით მზადდება, გამოხდამდე დურდო დაძველებას ქვევრებში გადის, შემდგომ კი ფრანგულ ალამბიკებში იხდება, რის გამოც ჭაჭას უვითარდება რბილი, ხავერდოვანი გემო და დაუვიწყარი არომატები. მარანი გამოხდის ამ მეთოდით აწარმოებს ორი ტიპის ჭაჭას: ჭაჭა კლასიკურს და ჭაჭა დავარგებულს, რომელიც დაძველებას გადის ფრანგული მუხის კასრებში მინიმუმ 3 თვის განმავლობაში.