მდებარეობა
მიმართულებები
ჩვენ შესახებ

მარანი სევსამორას შესახებ

მარანი სევსამორა დაარსდა 2015 წელს. იგი წარმოადგენს როგორც ტურისტულ, ასევე საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევით ობიექტს.მარანი მდებარეობს თბილისიდან 30 წუთის სავალზე, დაბა საგურამოში.

მარანი სევსამორას ძირითადი მიზნებია:
  • # საქართველოში ორგანული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება
  • # სერტიფიცირებული ბიო პროდუქტის წარმოება
  • # ქართლის რეგიონის მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა
  • # ქართლის რეგიონში ღვინის ტურიზმის განვითარება
  • # ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარზე ქართული იშვიათი და მივიწყებული ვაზის ჯიშებისაგან დაყენებული ღვინოების წარმოჩენა
  • ბიო-ორგანური
    მეღვინეობა
    WINE
    მარანში 300 მ² ტერიტორიაზე განთავსებულია ქვევრები და უახლოესი, თანამედროვე Bucher Vaslin-ის ფირმის დანდგარები. 2018 წელს მარანმა ჩამოასხა 7 სახეობის , 20 000 - მდე ბოთლი, რომელიც დაყენებულია ქართული ტრადიციული მეთოდით, ქვევრში. 2019 წელს მარანმა დაიწყო კლასიკური და ქვევრის ბიო ღვინის წარმოება.2020 წელს ქვევრის ღვინის მოთხოვნიდან გამომდინარე, მისი რაოდენობა 45 000 ბოთლამდე გაიზრდება, საიდან დაახლოებით 25 % ბიო ღვინის წარმოებას დაეთმობა.
    სევსამორა
    პროდუქცია
    ისტორიის ნაწილი თქვენს ღვინის ჭიქაში